ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2025-2026 ს/წ გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისათვის დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 10 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით.
ამავე ვადაში, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა საკონფერენციო ნაშრომი უნდა ატვირთოს “E-Learning”-ის სასწავლო ბაზაში, პროგრამა “Turnitin”-ის გამოყენებით პლაგიატზე შემდგომი შემოწმების მიზნით (იხ. “Turnitin”-ის პროგრამის გამოყენების ვიდეოგაკვეთილი და ნაშრომის Turnitin-ზე შემოწმების სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის.
შენიშვნა: ორ სხვადასხვა სექციაში მოხსენების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთ-ერთი ნაშრომი უნდა აიტვირთოს „ნაშრომის პლაგიატზე შემოწმება კონფერენციისთვის - საბოლოო ვერსიაში“, ხოლო, მეორე კი, „ნაშრომის პლაგიატზე შემოწმება მაგისტრატურისთვის - საბოლოო ვერსიაში“.
კონფერენციის ჩატარება იგეგმება მაისი-ივნისის პერიოდში.
დეტალური ინფორმაციისათვის იხ. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წესის შესახებ რეგლამენტი
თსუ იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახური
საკონტაქტო ელფოსტა: lawconference@tsu.ge